მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

“მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი”-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს მე 6 დღეა ,სტაბილურად ვარ განსაკუთრებით არაფერს ვუჩივი. ერთადერთი ხმას ებრძვის. მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი. იმედი მაქვს ბოლოს დამიბრუნებს და ისე წავა… მამხნევებთ, თან როგორ მაძლიერებს თითოეული თქვენი სიტყვა და მადლობელი ვარ ამისათვის.“ – წერს სოფო გელოვანი.