“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა კრისტიან დანიელსონს წერილი მიუტანეს – რა წერია წერილში

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ და აპირებენ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სახელზე წერილი ჩააბარონ. მათი თქმით, უნდათ, დანიელსონს სამოქალაქო საზოგადოების ხმა გააგონონ.

მოძრაობის ერთ–ერთი წევრი იმ საკითხებზე საუბრობს, რაც დანიელსონს მიწერეს:

“ოპოზიციის პრინციპულობა და ბრძოლა შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ვადამდელი არჩევენები და გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. ამიტომ ბატონმა დანიელსონმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არჩევნების გაყალბებიდან მეორე დღეს უკვე აპროტესტებდა გაყალბებას და ეს საზოგადოება მოითხოვს ძალიან პრინციპულად, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ასევე უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა ყველას მიმართ.

სამოქალაქო საზოგადოების მთავარი სურვილი, ვინც კარვებში ვათენებთ ღამეს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მეტად დაშორდეს რუსეთს და დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სივრცეს.

ევროპული არჩევანი არ არის პოლიტპატიმრების ყოლა, ტელევიზიაში შევარდნის განჩინება, სასამართლოს მიერ გაუქმებული მაუწყებლობა რუსთავი 2–ის შემთხვევაში. ჩვენ გვინდა ის ევროატლანტიკური არჩევანი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით 2003 წლიდან და უფრო ადრეც, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეებიდან”,– ამბობს აქტივისტი.