მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ფინალშია

დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა იაკობ ქაჯაიამ დაიწყო ასპარეზობა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. 130კგ წონით კატეგორიაში მან ნახევარფინალში ჩილელი იასმან ფერნანდეს აკოსტა დაამარცხა.

ქაჯაია ფინალში 2 აგვისტოს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება.

მას ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს.