მრევლის დაგეშვა უნდათ, რომ მათი ხელით დაგლიჯონ მელაშვილი – კობახიძე მეუფე იაკობზე

თეოლოგი ბასილ კობახიძე მეუფე იაკობის განცხადებებს ეხმიანება. მიტროპოლიტმა ივერი მელაშვილსა და მის მხარდამჭერებზე თქვა, რომ მათ ქუჩაში გამარჯობა არ უნდა უთხრან და გარიყონ.

მიტროპოლიტი ირწმუნება, რომ ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა და მათი მხარდამჭერები “ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ”.

ბასილ კობახიძის შეფასებით, მეუფეებს კარტოგრაფების წინააღმდეგ მრევლის “დაგეშვა უნდათ”.

“დღეს ეს ნაძირალა მეუფე იაკობი ამბიონიდან ემუქრება ივერი მელაშვილის ოჯახს და მხარდამჭერებს. მაგათ გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ ნამდვილმა ქართველებმა, უნდა გავრიყოთ და წაეთრენ საქართველოდანო. მერე ბლატაობს, მე ყველა ომში ნაომარი ვარ, ისე კი არააო. ბოღმისგან გულზე სკდებიან ეს აყროლებული მეუფეემამაოები, კარტოგრაფები რომ ციხიდან გამოუშვეს და ახლა მრევლის დაგეშვა უნდათ, რომ იმათი ხელით დაგლიჯონ მელაშვილი, ილიჩოვა და მათი ოჯახის წევრები. ქრისტე ხომ ან ნაგვებმა მიისაკუთრეს, ახლა პატრიოტობის უმაღლესი ქურუმებიც ეგენი ყოფილან”,– წერს თეოლოგი Facebook–ზე.