მსახიობი თამარ მაყაშვილი საბურთალოზე დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს

მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ მაჟორიტარად საბურთალოზე კენჭს იყრის. მსახიობი აცხადებს, რომ უკვე დარეგისტრირებულია და საარცევნო კამპანიისთვის ფული არ სჭირდება.

“61 ნომრით ჩემს უბანში საბურთალოზე დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს. მჯერა რომ დავამსხვრევ სტერეოტიპებს, სულაც არ არის საჭირო არჩევნებისთვის მილიოების დახარჯვა, ამ მილიონებს ისევ ჩემს უბანს მოვახმარ. მე ამის მჯერა. ყოველგვარ დაფინანსებულ საარჩევნო კამპანიაზე უარს ვამბობ. არ მოვადუნებ არც მოსახლეობას და არც ხელისუფლებას. საბურთალოელები აქტიურად ჩაერთვებიან უბნისთვის საჭირო საქმეების გაკეთებაში, მთავრობას კი აუცილებლად მოუწევს მათზე ზრუნვა, რადგან არ მოვადუნებ. მე ამ სტილით არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, უარი ვთქვი ფლაერების დაბეჭდვაზე და აქამდე აპრობირებულ აქტივობებზე. მე არცერთ პარტიას არ წარმოვადგენ”, –  განაცხადა თამარ მაყაშვილმა ON.GE-სთან საუბარში.