მსურს საქართველოში აშშ-ს ინფრასტრუქტურის გაზრდა,განსაკუთრებით როტაციული და საზღვაო ძალების ყოფნა-გენერალი ჰოჯესი

ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდაჭერა, – ამის შესახებ სააგენტო „ეუროფ თაიმ“-თან ინტერვიუში აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ამერიკელი გენერლის თქმით, მთაინ ყარაბაღში ჩასული რუსი სამხედროები უფრო მეტად ოკუპანტები იქნებიან, ვიდრე მშვიდობისმყოფელები, როგორც ეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში ხდება.

“ეს მთავარი სტრატეგიული კითხვაა, დაეხმარება თუ ხელს შეუშლის ახალი გარემოებები აზერბაიჯანი-საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებას, რომელიც ევროპასა და ევრაზიას აკავშირებს. ერთადერთი ასეთი დერეფანი გაზისტელეკომუნიკაციისა და საჰაერო მიმოსვლისთვის, რომელიც არ გადის რუსეთითა და ირანით. ოკუპანტებად რუსეთის სახმელეთო ჯარების იქ ყოფნა ძალიან დამხმარედ არ უნდა გამოდგეს. სომხეთში რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და ამიტომ საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, ისევე, როგორც აშშ-მ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. მე მსურს, ვიხილო აშშ-ს მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და საჰაერო სივრცით სტრატეგიული ძალების გადასხმის მხარდაჭერა, ასევე საზღვაო ძალების ყოფნა. ეს არის დიდი ძალების შეჯიბრის ნაწილი. აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ დიპლომატიაში, ინფორმაციაში და კერძო ეკონომიკურ ინვესტიციას, ასევე, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში” – ამბობს ბენ ჰოჯესი.

ინტერვიუში ჰოჯესი მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასა და მიმდინარე სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები ოკუპანტებს ჰგვანან.

“მოხარული ვარ, რომ ვხედავ საბრძოლო მოქმედებების და მკვლელობების დასრულებას, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოქალაქეების. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, გადამეტების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე პატივს სცემს შეთანხმებას. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც შეეძლოთ კრემლის ნაცვლად მათი სამშვიდობო ძალებით უზრუნველყოფა. მე ჩავთვლიდი, რომ რუსული ძალები, რომლებიც დღეს იქ არიან განლაგებულნი, ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებ იმის მსგავსი რამ, რაც მათ აქვთ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.სინამდვილეში ისინი არიან “დანაყოფის მცველები”. – ამბობს ბენ ჰოჯესი.