მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 2 ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.