მშობიარობიდან 3 კვირაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქალი, რომელსაც კორონავირუსი ორსულობისას დაუდასტურდა.

ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი კლინიკა ახალ სიცოცხლეში მუშაობდა. ის საკეისროთი ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე რეანიმაციაში გადაიყვანეს, 3 კვირაში კი გარდაიცვალა.

ჩვილის გადარჩენა მოხერხდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.