მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი – ირაკლი ღარიბაშვილი

“მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი “- ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით ერთპარტიული მმართველობა დამღუპველი სულაც არ არის.

“ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი”, –  განაცხადა ღარიბაშვილმა.