მძიმე გადაწყვეტილებაა, პარტიაში აღმოვჩნდი უმცირესობაში – თამარ კორძაია

ფოტო: Radiotavisupleba

თამარ კორძაია რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. კორძაიას განმარტებით, მისი პოზიცია იყო, რომ ხათუნა სამნიძე და ის უფრაქციო დეპუტატები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ეს პოზიცია პარტიამ არ გაიზიარა.

“გულწრფელად გითხრათ, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, მიჭირს ამაზე საუბარიც კი, მაგრამ სამწუხაროდ მომიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობდი, რომ რესპუბლიკური პარტიის ხედვებისთვის და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, ბლოკის წევრი პარტია ვიყავით, უფრაქციოდ ჩემი და პარტიის თავმჯდომარის საქმიანობა გაცილებით მეტ შესაძლებლობას მისცემდა პარტიას. არ იქნა ეს გაზიარებული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მე შემიძლია გავაგრძელო უფრაქციოდ მუშაობა. მე აღმოვჩნდი პარტიაში უმცირესობაში ამ პოზიციასთან დაკავშირებით”,- თქვა კორძაიამ მთავარ არხთან საუბრისას.

პარტია ასევე დატოვა ლევან ბერძენიშვილმა. მისი განცხადებით, პარტიის კურსს არ ეთანხმება.