მხოლოდ ნოემბერში, რუსეთმა 17 000 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინა

მხოლოდ ნოემბერში, რუსეთმა 17 000 ჯარისკაცი დაკარგა – ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ნოემბერში 16 970 რაშისტი ჯარისკაცი განადგურდა. ეს არის ყველაზე დიდი დანაკარგი მთელ ომში!” – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების  და თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ნოემბერში შემდეგი შეიარაღება დაკარგა:

  • ტანკები – 217;
  • ჯავშანმანქანები – 76;
  • საარტილერიო სისტემები – 74;
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – 12;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 13;
  • თვითმფრინავები – 4;
  • ვერტმფრენები – 4;
  • უპილოტო საფრენი აპარატები – 147;
  • ფრთოსანი რაკეტები – 134;
  • მსუბუქი და სატვირთო მანქანები – 298;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 9.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში 89 440 ჯარისკაცი დაიღუპა.