“რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას, ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მიუხედავად იმისა, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. კიდევ ერთხელ, ძალიან ყურადღებით, ვისაც ეკუთვნის, ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდანბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს”

ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რუსთავი 2-ის ეთერში.