ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.