ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეკრება 14:00 საათზე დაიწყება.

გოლეთიანი საზოგადოებას ერთობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, ხალხის სიმრავლე ხელისუფლებამ ვერ უნდა დაძლიოს “ნაცადი ხერხებით”.

“უმნიშვნელოვანესია ჩვენი შეკრება იქ. კიდევ მეტი უნდა გავხდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. მინდა მოგიწოდოთ დიდი ერთობისკენ. ამ დღემ უნდა თქვას თავისი სიტყვა ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს, ჩვენი სიმრავლე ვერ იქნება დაძლევადი ვერცერთი მათთვის კარგად ნაცადი ხერხით. რაც არის შავი პიარ-კამპანია და ტალახის სროლა ჩვენი მოძრაობისთვის სხვადასხვა მიმართულებით — გაშავება, მარგინალიზება და ა.შ. ყველაფერი ეს ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი სიმრავლით”, – აცხადებს გოლეთიანი.