ნამდვილად სამარცხვინოა – იან კელი ბელარუსთან დადებულ შეთანხმებაზე

ნამდვილად სამარცხვინოა – ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი საქართველოს მთავრობის მიერ, ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას

“ნამდვილად სამარცხვინოა. ცოტა ხსნის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა. თუ ამას არ დატოვებენ, კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მათი პრიორიტეტები სხვაგან არის”, – წერს იან კელი.

13 აგვისტოს ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ.