“ნასეტკები იყვნენ ნაცმოძრაობის დროიდან და ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს”–კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებზე

“ქართული ოცნების” ლიდერმა “პალიტრასთან” ინტერვიუს დროს საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც ამბობენ, რომ პარტიაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება,  “ნასეტკებს” უწოდებს.

“ნასეტკები რომ იყვნენ გუნდში, იმაზე ლაპარაკობთ, რაის ყოფილი თანაგუნდელები…ნასეტკები იყვნენ ნაცმოძრაობის დროიდან და ფაქტებით გეტყვით ვინ როგორ დაავერბოვკეს ნაცმოძრაობაში” – თქვა კობახიძემ.

კობახიძემ ჯერ თქვა, რომ პარტიაში შემოგზავნილების სახელებისა და გვარების მყისიერი ჩამოთვლა შეუძლია, მაგრამ იმავე ინტერვიუში გადაიფიქრა და ჟურნალისტის თანხმობაზე, ეთქვა სახელები ვის გულისხმობდა, თქვა რომ სურვილი არ ჰქონდა.

“მათ სახელებსა და გვარებში აღარ მინდა შევიდე…იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაცმოძრაობის მიერ დავერბოვკებული კონკრეტული ცოდვების გამო”,- თქვა კობახიძემ.

“ოცნების” ლიდერმა აღნიშნა, რომ “ნასეტკებში” გულიხმობს არა კოალიცია “ქართული ოცნების” , არამედ პარტიის ყოფილ წევრებს.