ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებით სავსე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ტურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.