ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს, მოგესალმებით ბატონო პუტინ – პოდოლიაკი

ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს, მოგესალმებით ბატონო პუტინ –  ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რითიც, ფინეთის პრეზიდენტისა და პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

”რუსეთით საბოლოოდ დაიღალა მსოფლიო, აღარავის აინტერესებს მოსკოვის მუქარა. ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს.  ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგის გარეუბნებს მიაღწევს. მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ” – წერს პოდოლიაკი.

პოდოლიაკის შეფასებით, სწორედ ასე შეიძლება ითარგმნოს დიპლომატიურიდან ჩვეულებრივ ენაზე  ფინეთის პრეზიდენტის პასუხი – „მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ” წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.