“ნატოს” წევრობისთვის საქართველო დღესვე არის მზად, უკრაინა – არა” – გენერალი ჰოჯესი

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის. ჰოჯესმა ეს გუშინ, უკრაინაში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

“უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია. ქვეყანამ გარკვეული გზა უნდა გაიაროს. საქართველო უკვე მზად არის, რომ გაწევრიანდეს ნატოში. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი. მე მჯერა, ორივე ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. საქართველო უკვე არის მზად, მაგრამ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესი,”- განაცხადა ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

უსაფრთხოების ფორუმი კიევში გუშინ გაიმართა.

წყარო: ამერიკის ხმა