ნატო სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 300 000 ჯარისკაცამდე გაზრდის

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 300 000 ჯარისკაცამდე გაზრდის.

“ჩვენ დავიწყებთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გარდაქმნას და გავზრდით მათ რაოდენობას 300 ათასამდე”, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მადრიდის ნატო-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე.

ამჟამად, ნატო-ს სწრაფი რაეგირების ძალები 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის.