“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი 2 მარტს დააზიანეს.