„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული” ვარ – გიორგი ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული” ვარ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 2018 წელს, როდესც ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოვაყალიბეთ მათთან ერთად, რომ დაეცვა წესები და პირობები სამართლიანად და შეთანხმების შესაბამისი ქმედებები ჩაედინა ყველა მის პარტნიორთან მიმართებაში, დღეს ოპოზიცია იქნებოდა გამარჯვებული და იქნებოდა ხელისუფლებაში. მე არ ვენდობი „ნაციონალურ მოძრობას“. რადგან მათი მხრიდან შეთანხმება დარღვეულია არაერთხელ და არ ვაპირებ კოალიციაში მათთან ყოფნას. შეთანხმების კუთხით, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე “გადაგდებული” ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ “გადამაგდონ”?! სამწუხაროდ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ დიდ, ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.