“ნაცმოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს – ქადაგიშვილი

” “ნაცმოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, არავითარი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ- მინისტრთან და ა.შ. არ შეიძლება ჰქონდეს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.