“ნაძირალა ვარ და ეს გვიან გავიგე”- ნორვეგიაში გაქცეული “ვაგნერელი”

“ნაძირალა ვარ და ეს გვიან გავიგე” – ამის შესახებ Wagner PMC-ის ყოფილმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა ანდრეი მედვედევმა, განაცხადა რომელიც ნორვეგიას თავშესაფარს სთხოვს.მედვედევი  თავისი ქვედანაყოფიდან გაიქცა და  ნორვეგიის საზღვარი გადაკვეთა ის პასვიკდალენის ხეობის მიდამოში მესაზღვრეებმა დააკავეს.

ანდრეი მედვედევი  Wagner-ის პირველი დაქირავებულია, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა.

  • “მე ნაძირალა ვარ, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს გვიან გავიგე…გთხოვთ, არ განმსაჯოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიშს ვიხდი”, – თქვა მედვედევმა ნორვეგიულ ტელეკომპანია NRK-თან ინტერვიუში.