ნახევარსაათიანი ინტერვალით სოფელ სამებაში ორი მიწისძვრა მოხდა

ნახევარსაათიანი ინტერვალით დმანისში, სოფელ სამებასთან ორი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 14:15 საათზე მოხდა. მისი სიძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო, ხოლო 14:44 საათზე, იგივე სოფელში, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდში სოფელ სამებასთან მიწისძვრა თითქმის ყოველდღე ხდება.