ნახეთ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება.

დღეიდან იხსნება:

  • საბავშვო და კერძო ბაღები (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
  • გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

ქვეყანაში უკვე აღდგენილია საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გახსნილია სასტუმროები სამთო კურორტებზე.

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ჯერ 8 და 15 მარტს არის დაგეგმილი, შემდეგ კი 1 აპრილს.