ნევროლოგიური თვალსაზრისით სააკაშვილი მძიმე პაციენტია – ვივამედის ექიმი

ვივამედის ნევროლოგი, თამარ აბაშიძე აცხადებს რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია”.

მას ასევე ჰკითხეს, ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადგა თუ არა დადებითი შედეგი, რაზეც მკურნალმა ექიმმა თქვა:

“დადებით შედეგს ვერც გამოვიღებთ, თუ არ დავიწყებთ ფსიქო-ნეირო რეაბილიტაციას. მკურნალობა არ არის მხოლოდ მედიკამენტოზური, ამ შემთხვევაში, აუცილებლად მოიცავს მედიკამენტოზურ ნაწილსა და რეაბილიტაციურ ნაწილს. ეს რეაბილიტაციური ნაწილი სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზით, სუბიექტური თუ ობიექტურით, თქვენც ნახეთ რომ ყველა გასინჯვა, კონსულტაცია მთავრდება იმით, რომ დღის წესრიგში რჩება ნეირორეაბილიტაციის დაწყება”, – აღნიშნა ექიმმა.