ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდა – ისრაელს ახალი მთავრობა ჰყავს

ისრაელში ბენიამინ ნეთანაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდა – პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა.

კოალიციურ მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგი იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.

ქვეყნის პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა. ის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც თანამდებობას მომდევნო ორი წლით იეშ ატიდის ლიდერს, იარ ლაპიდს გადააბარებს.