”გაურკვევლობაში არიან, არიან არათანმიმდევრულები, რაც მათი სისუსტის გამოვლინებაა. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და აქედან გამომდინარე ისინი ავლენენ არათანმიმდევრულობას, რაც ძალიან კარგია. გააგრძელებენ ასე მოქმედებას და კიდევ უფრო დაკარგავენ რეიტინგს, რომელიც ისედაც უკვე დაკარგული აქვთ. თუ ბოიკოტი ცხადდება ის უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური და ამ შემთხვევაში, ჩანს, რომ სინამდვილეში ამ ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანი არის მათი ურესურსობა. რეალურად მათ არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, რომ ჩაერთონ ეფექტურად საპარლამენტო განხილვებში.

რაც შეეხება დისკუსიას და დებატებს – ამის არავითარი ინტელექტუალური რესურსი და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს რადიკალური ოპოზიციას. ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები იმალებიან ქალების უკან – ეს არის მათი ტაქტიკა, აბსოლუტურად სამარცხვინო და ალბათ, იგივე სურათს უნდა ველოდოთ ხვალინდელი ინტერპელაციის დროსაც“,

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისასა განაცხადა რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებიან.