ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ – დავითულიანი ფარულ მოსმენაზე

“ნეტა, ყველამ მისმინოს და გაითვალისწინოს, რასაც ვამბობ. თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას, კანონი ითვალისწინებს ფარულ მოსმენა-მიყურადებას. კანონის ფარგლებში შეიძლება მოსმენა, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე, თუ არ შეიძლება, არსებობს სასამართლო, შეგიძლიათ მომართოთ. დღეს ოპერატორები, რომლებიც ფლობენ გასაღებს ჩვენი მობილური კავშირების და საკომუნიკაციო საშუალებების, სასამართლო ბრძანების გარეშე და ინსპექტორის დაშვების გარეშე, კანონიერად ვერ მოგისმენენ. რაც შეეხება ახლა უკანონოს, არ ვიცი, ვიღაცას შეიძლება, ედგას რაღაც აპარატი და მომისმინოს, საერთოდ სხვამ”

ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი, ბექა დავითუალიანი ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ სუსის ჩანაწერებს, სადაც, პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე და საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული.