ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.

“სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო”,– წერია სააგენტოს განცხადებაში.