“მინდა მისი ინფორმირება” – გვარამია საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის პოზიცია, თუმცა ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არცერთი სპიკერი, არც მეუფე შიო ან ვინმე სხვა. მე პირადად ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან პირადად შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე, მინდა მისი ინფორმირება პირადად და მინდა მოვისმინო მისი პოზიცია. ყოველგვარი შუამავლების, ყოველგვარი სპიკერების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე”,– ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამია აღნიშნავს, რომ მისი და პატრიარქის ურთიერთობები იძლევა იმის საშუალებას, რომ მას პირადად შეხვდეს.