ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობის 12 ახალი წევრი წარადგინა

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა. მისი თქმით, განახლებული გუნდი ეკონომიკაზე, სოციალური მიმართულებასა და ჯანდაცვაზე იქნება ორიენტირებული.

ენმ–ს 12 ახალი წევრი იქნება:

  • ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;
  • რეზო ჩომახიძე –  ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;
  • ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
  • სოფო ჯაფარიძე – ლექტორი, იმუშავებს ჯანდაცვის მიმართულებაზე ;
  • ნონა მამულაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
  • ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
  • გიორგი თარგამაძე – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
  • მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
  • გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
  • ნიკა ობოლაძე – იურისტი;
  • ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
  • გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი;