“არანაირი პრობლემა არ აქვს ნიკა მელიას ნარკოტესტის ჩაბარების. კაცი სპორტსმენია. ახლა მე შემიძლია, კალაძეს მოვუწოდო – მოდი, ალკოტესტი გაიარე, მაქვს ეჭვები, რომ ყოველ დღე ნასვამი ზიხარ საჭესთან, მაგრამ ამ მოწოდებაზე კალაძის რეაგირება აუცილებელია? კალაძის თავის გამოჩენა ამ კუთხით ნიშნავს, რომ ვიღაცებზე აქვს ეჭვი და ამით ეშმაკური, პროპაგანდისტური “ტრიუკი” ჩააგდო, როგორც ივანიშვილი იტყოდა. არავის არ ეშინია, ნიკა ჰკითხეთ და ის გეტყვით, როდის აპირებს”

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, კახა კალაძე  მოუწოდებს მერობის კანდიდატებს, ნარკოტესტი ჩააბარონ. იურისტი გიორგი მშვენიერაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას გახარიაზე კომპრომატი აქვს, რომ ნარკოტიკს მოიხმარს.