ნიკა მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება – გიორგი ვაშაძე

”ნიკა მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ენმ-ის თავჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

“გავამარტივებ სიტყვებს და ვიტყვი, რომ აღარ გვინდა დავუბრუნდეთ მელიას პოლიტპატიმრობის საკითხს მომავალში. გირაო ნიშნავს ციხიდან დროებით გამოშვებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიზირებულად მოტივირებული მართლმსაჯულება მას მაინც შეაბრუნებდა ციხეში, ამიტომ მელიას საქმე ამნისტიით დაიხურება და ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიცია” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.