ნიკა მელია და ალეკო ელისაშვილი შერიგდნენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, შერიგდნენ.

ელისაშვილის განცხადებით, სენატორებთან შეხვედრამდე პირადი ურთიერთობა გაარკვიეს.

“ვსაუბრობდით იმ ჩვენ არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რაც მანამდე იყო. მინდა ვთქვა, რომ ჩემსა და ნიკას შორის გარიკვა რაღაცები. მერობის კანდიდატობაზე არ გვილაპარაკია, ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა”,– თქვა ელისაშვილმა.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ პირველი ნაბიჯი თავად გადადგა, რადგან წარმატებას ძალთა გაერთიანებაში ხედავს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური სპექტრში მაქსიმალურად იყოს ურთიერთგაგება. დიახაც, მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მასთან [ელისაშვილთან] მიმართებით. მე არ მერიდება ამის თქმა. იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის წარმატებას ვხედავ ერთობაში და ძალთა გაერთიანებაში. ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დღეს იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩემთვის არის ძვირფასი და თუკი სადმე ურთიერთობის ძაფი გაწყდა, ყოველთვის ვცდილობ, ეს ურთიერთობები აღდგეს”,– განაცხადა მელიამ.