ნიკოლაევში რუსეთის აგენტურული ქსელი გავანეიტრალეთ – უკრაინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა რუსეთის ფედერაციის აგენტურული ქსელი, რომელიც უნდა უზრუნველეყო მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის შეყვანა ნიკოლაევში.

უწყებამ დადგინა, რომ სადაზვერვო ჯგუფი ჩამოყალიბდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გენერლის მეთვალყურეობის ქვეშ და 5 ადგილობრივისგან შედგებოდა.

“კურატორის მითითებით, აგენტები ასევე აგროვებდნენ ინფორმაციას რეგიონში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ნიკოლაევში მტრის სარაკეტო დარტყმის შედეგებზე”,– აცხადებს უსაფრთხოების სამსახური და აღნიშნავს, რომ მათ უკრაინელ მოქმედ სამხედროებს “ვითომ მეგობრულ საუბარში” საიდუმლო ინფორმაცია სთხოვეს.

“დავალებების “წარმატებით” დასრულების შემდეგ, ზოგიერთი აგენტი უნდა გადაეყვანათ ყირიმში, სხვებს კი ნიკოლაევის ოკუპაციის შემთხვევაში წამყვან პოზიციებს დაჰპირდნენ”,– წერია უკრაინული მხარის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დროს მტრის ჯგუფის აქტიური წევრები დააკავეს.