ნიკოლაევ-ხერსონის საზღვართან მტრის სამეთაურო პუნქტი გავანადგურეთ – უკრაინა

უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი აცხადებს, რომ სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 40-ზე მეტი საცეცხლე დავალება.

“ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან განადგურდა მტრის სამეთაურო პუნქტი, განადგურდა საბრძოლო მასალის 3 საცავი, 1 საწვავ-საპოხი მასალის საცავი და რამდენიმე ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის პუნქტი”,– აცხადებს სარდლობა.

მათივე ცნობით, ასევე განადგურდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დაზვერვა, არამედ დაბომბვაც.

სამხრეთის სარდლობის განცხადებით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო დარტყმის ალბათობა მაღალი რჩება.