ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, კარდიოლოგიური პრობლემებით  ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

”ინფორმაციას გაწვდით პაციენტთან შეთანხმებით. ბატონ ნიკოლოზს აქვს გულის ქრონიკული დაავადება. ამჟამად არის ამ დიაგნოზის გამწვავება, უტარდება სტაციონარული მკურნალობა, დიდი ალბათობით ხვალ დატოვებს კლინიკას” – ამბობს ნიკა ქურიძე, ნიკოლოზ სააკაშვილის ექიმი.