ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს თბილისში ჩამოვა

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამაზე საუბრობდა.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი წვლილი ჩვენი 15 მოქალაქის ტყვეობიდან დაბრუნების ორგანიზებაში”, – განაცხადა ფაშინიანმა.