ნინო ბურჯანაძე ნიკა გვარამიას მადლობას უხდის

“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას  მადლობას უხდის.

“რომ არა თქვენი გამოსვლა კვირა დილით, აღშფოთებული, რომელითაც მოგვმართეთ სრულად სამართლიანად ოპოზიციას, შეიძლება რაღაცეები სხვანაირად წასულიყო და არცთუ სწორად. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მართლა ისეთ შოკში ვიყავით ყველანი, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს იგივე შოკი გამოვლილი გვაქვს, მაშინაც იგივე გაგვიკეთა მცირე პარტიებს ივანიშვილმა და ძალიან გაგვიჭირდა ამის ახსნა, როგორ მოხდა. თქვენმა შემოძახილმა, კარგად რომ დაგვიცაცხანეთ ოპოზიციას, პოზიტიური როლი ითამაშა “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

არჩევნების დასრულების შემდეგ ოქმების გამოქვეყნება ცესკომ დააგვიანა. ამ დაგვიანებას კი   ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ნიშანი რომ თამარ ჟვანია შედეგებს აყალბებდა და საჭირო იყო ოპოზიციის მობილიზება.