ნიო იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

მალაიზიურ ვეფხვს, სახელად ნადიას, რომელიც ნიუ იორკში, ბრონქსის რაიონის ზოოპარკში ცხოვრობს კორონავირუსი აღმოაჩნდა. სავარაუდოდ მას ვირუსი მისმა მომვლელმა გადასდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის გარემოს დაცვის საზოგადოება ავრცელებს, რომელიც ზოოპარკს მართავს.

ეს არის აშშ–ში კორონავირუსით ცხოვრელის დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ზოოპარკის თანამშრომელს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ ქონია.

კორონავირუსის ტესტი ვეფხვს მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მშრალი ხველა – დაავადების ერთ–ერთი მთავარი სიმპტომი გაუჩნდა.

“ძუ ვეფხვს, მის დას, ორ ამურულ ვეხვს და სამ აფრიკულ ლომს მშრალი ხველა დაეწყოთ. იმედი გვაქვს ისინი გამოჯანმრთელდებიან“– ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ამასთან, კიდევ ერთ ამურულ ვეფხვს და სხვა ცხოველებს, რომლებიც დაინფიცირებული ვეფხვის სიახლოვეს ცხოვრობდნენ არავითარი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

“ამაჟმად მიღებულია შესაბამის პროფილაქტიკური ზომები მთელი პერსონალისთვის, რომელიც ჩვენს ზოოპარკებში ცხოველებს უვლის, შემდგომი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად“–ნათქვამია განცხადებაში.