ნორმალური ფსიქიკის გგონიათ კაცი, რომელიც 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? – ბურჯანაძე ივანიშვილზე

ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილზე ამბობს, რომ ის 15 წლის განმავლობაში საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში იმიტომ ცხოვრობდა, რომ მისი ქონება დაეცვა.

“არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა, დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა.

თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად…”,– ამბობს ნინო ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში.