ნუ დამიძახებთ “ექსპერტს”, დამიძახეთ “საპოჟნიკი”, ან “სანტექნიკი”…–გია ხუხაშვილი

გუშინდელს შემდეგ ნუ დამიძახებთ “ექსპერტს”, დამიძახეთ “საპოჟნიკი”., ან “სანტექნიკი”…– ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს ქართული ოცნების მხარდამჭერი “დამოუკიდებელი ექსპერტების“ შესახებ, რომლებსაც ტელეკომპანიის ინფორმაციით მხარდაჭერის სანაცვლოდ მმართველი პარტია ფულს უხდის.

გია ხუხაშვილი ფეისბუქ სტატუსში “დამოუკიდებელი ექსპერტის“ მნიშვნელობასაც განმარტავს:

“დამოუკიდებელი ექსპერტი – პარტიული კუთვნილებისგან თავისუფალი ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს ობიექტური.
ექსპერტი – ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური გემოვნება, იმ დათქმით, რომ ის ამას მყარი არგუმენტაციით ფუთავს.
ტაქსისტი – ადამიანი, რომელსაც აქვს ორი დიპლომი, ყველაზე კარგად ფლობს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ არ სცალია ტელევიზიაში სასიარულოდ.
ადამიანი, რომელიც საუბრობს მხოლოდ თავის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ პარტიასთან, არც ექსპერტია, არც მითუმეტეს დამოუკიდებელი და ვერც ტაქსისტად ივარგებს…“– წერს გია ხუხაშვილი.