“ციხეში შიმშილი არის პროტესტის უკიდურესი და ხშირად სასოწარკვეთილი ფორმა. როცა ადამიანს არცერთი სხვა საშუალება აღარ რჩება წინააღმდეგობისთვის, როცა ძალა აღარ შესწევს სხვაგვარი ბრძოლისთვის, იწყებს შიმშილს. ამ ქვეყნის პატიმარი პრეზიდენტი, რომელიც 35 დღეა შიმშილობს ციხეში, აუცილებლად გადაყვანილი უნდა იქნას საავამდყოფოში და გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ადამიანის სიცოცხლე არაა სახუმარო. ნუ იქნებით ჯალათები! არ შეიძლება ციხეში მყოფ ადამიანს ჯიბრში ჩაუდგე და ნიშნისმოგებით, მშვიდად დაელოდო მის სიკვდილს. არ შეიძლება მოშიმშილე, დასუსტებულ და მომაკვდავ პატიმარს ეჭიდავო. ესაა წაქცეულის ცემა და ყოვლად უღირსი საქციელი. ეს არც ქრისტიანობაა, არც ვაჟკაცობა და არც ადამიანობა. ნუ დაუშვებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილს და ნუ შეარცხვენთ ამ ქვეყანას საშვილიშვილოდ! გახსოვდეთ, მთელს ქვეყანას, ხელისუფლებას და ყველა ჩვენთაგანს სამარცხვინოდ დაედება ეს მძიმე ცოდვა!”

მიმართავს დეკანოზი თამარ ლომიძე ხელისუფლებას.