მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ოპოზიციაში გადავიდეს.
მისივე თქმით, სააკაშვილს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება უნდა მიეცეს.
“ყველაზე მთავარია, ჩატარდეს სამართლიანი სასამართლო, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება. ნუ ეშინია “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში გადასვლის, უნდა გადავიდეს წყნარად.
დღეს ვინც არის მთავრობაში, არც ერთი არ ყოფილა ოპოზიციაში, ჰგონიათ, რომ მოვიდნენ დასხდნენ მთავრობაში იქნებიან მთელი ცხოვრება მთავრობაში. ასე არ არის ბატონებო. მოხვედით, ვერ გაამართლეთ, ხალხმა გადაგირჩიათ”,- ამბობს პაატა ბურჭულაძე მთავარი არხის ეთერში.