ხუთშაბათი, 25 აპრილი , 2024, 04:07

ნუ ინერვიულებთ ივანიშვილზე, ისედაც ბევრი სანერვიულო გაქვთ – კალაძე

”საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია? გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო”

ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით.