ნუ კივით, დავიტანჯე–ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი მათ, ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? ნუ კივით, დავიტანჯე, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის სხდომა პარტია “კანონი და სამართლის თავჯდომარეს,“ თაკო ჩარკვიანს, რომელმაც დავითულიანი ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გაარიტიკა. ჩარკვიანის ეს კრიტიკა კი ბექა დავითულიანის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც 2008 წლის ომის შესახებ მიღებულ რეზოლუციას უკავშირდება.

„იყო ოკუპაცია ნახსენები და მთელი რიგი საქართველოსთვის მომგებიანი საკითხები, მაგრამ მიიღეთ თქვენც ეს სიმართლე და შეეგუეთ, რომ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა წერებულიყო და თქვენ ხელი მოაწერეთ. რომ არ მოგეწერათ, რა – რეზოლუციას ხმები არ ყოფნიდა და ვერ გავიდოდა? ამიტომ, როცა ჩვენ გვთხოვთ რაღაცებზე შეგუებას, რაღაც რეალობებს თქვენც შეეგუეთ, მოვდიგდეთ რაღაც სიმართლებზე და მერე დავიწყოთ ერთმანეთის კრიტიკა, ამ სიმართლეებზე თუ არ მოვრიგდით, თქვენ ალთას ხართ, ჩვენ ბალთას, ერთი სხვა რეალობაში ცხოვრობს, მეორე სხვა რეალობაში. რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა რომ ცუდია და მინიმუმ შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე მეტია, ვთქვათ, რომ ეს არის ცუდი. შეცდომები არ მოგვდის? – რა თქმა უნდა, მოგვდის და შეიძლება უარესებიც გვქონდეს“, – მიმართა ოპოზიციას დავითულიანმა.

დავითულიანის ამ განცხადებას დარბაზიდან თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა,  რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, რაზეც დავითულიანი დაეთანხმდა, რომ არ დაუწყია და  აბრალებდნენ, ხოლო „ამაზე რომ ხელი მოაწერეს, ეს არის საშინელება.“

„ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო… ნუ ნერვიულობთ, მე არ მითქვამს რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი ვისთან ერთადაც ზიხართ, გაიგეთ? მაგას ხელი მოაწერეს და მოაწერეს ტყუილს. ვინც ამას ამბობს ის არის დასასჯელი და გიზით გვერდით და ნუ კივიხართ, დავიტანჯე. შეეგუეთ იმას, როცა სიმართლეს გეტყვიან. ნამდვილად სირცხვილია როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებ, დიდი სირცხვილია და არავის აქვს უფლება ეს ქვეყანას დააბრალოს,“- თქვა დავითულიანმა.