ოდესის დამცველებმა სანგრების თხრისას 2500 წლის წინანდელი ჭურჭელი აღმოაჩინეს

ოდესის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებმა სანგრების თხრისას უძველესი ჭურჭელი იპოვნეს და ოდესის მუზეუმს გადასცეს.

ოდესის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მისმა მებრძოლებმა “საორთიფიკაციო სამუშაოების დროს“ დაახლოებით 2500წლის წინანდელი ამფორები აღმოაჩინეს.

ბრიგადამ სიძველეების ოდესის არქეოლოგიური მუზეუმისთვის გადაცემის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, მათ შორის ამჟამინდელი ოდესის ოლქში მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა პერიოდიდან მოყოლებული ბერძნული ქალაქ–კოლონიები არსებობდა. სავარაუდოდ სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება ოდესის მცველების მიერ აღმოჩენილი სიძველეები.