ოკუპანტებისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ – SBU

“ოკუპანტებისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ” – აცხადებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილია ვიტიუკი.მისი თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ძლიერი კიბერშეტევები ხდება, რათა ზიანი მაქსიმალური იყოს.

  • “SBU მუდმივად ბლოკავს კიბერშეტევებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს ინდუსტრია ინფრასტრუქტურასთან და ლოჯისტიკასთან ერთად რუსული სპეცსამსახურების პრიორიტეტული სამიზნეა. […] მტერს სურს, რომ ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის, კომუნიკაციებისა და ინტერნეტის გარეშე დავრჩეთ. ისე, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია, ვერ დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვერ გადაიხადონ მაღაზიაში… მაგრამ ეს ახლა აბსოლუტურად შეუძლებელია ჩვენი მომზადებისა და რეაგირების ამ დონეზე. უარეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბერშეტევის გამო, შეიძლება ცოტა ხნით გამორთონ დენი, ან ზოგიერთმა სერვისმა მოკლე დროით არ იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს არ მოხდეს“, – აღნიშნა ილია ვიტიუკმა.